Friday, December 22, 2017

სერიული მკვლელის მენსონის დასაფლავება პრობლემად იქცა

ამერიკის შტატი კალიფორნიის სასამართლო ირჩევს ადამიანს, რომელსაც მანიაკი ჩარლზ მენსონის ცხედარი გადაეცემა. ამის შესახებ Los Angeles Times-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სერიული მკვლელის ცხედარის მიღება კალიფორნიის, ვისკონსინის, ილინოისის და ფლორიდის შტატის მცხოვრებლებს სურთ. ერთ-ერთი მათგანი მენსონის მეგობარია და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მენსონის შვილთაშვილს უწოდებს. 
20 ნოემბერს ამერიკელი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი 83 წლისა გარდაიცვალა. 
ჩარლზ მენსონი 1969 წელს, მის მიერ დაარსებულ ორგანიზაცია "ოჯახთან" ერთად ლოს-ანჯელესში, რეჟისორ რომან პოლანსკის სახლში შეიჭრა და მისი მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი და ოჯახის 4 მეგობარი დახოცა. გარდა ამისა, მენსონს კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ჩარლზ მენსონსა და მის თანამზრახველებს თავდაპირველად სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, თუმცა 1972 წელს ამ ფორმის დროებით გაუქმების გამო, მათ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment