Wednesday, December 27, 2017

რამდენით გაეზარდათ თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის საფასური

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
თელასის" აბონენტებისთვის 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე კომერციული ტარიფი 1,5 თეთრით გაიზრდება.შესაბამისი დადგენილების პროექტს კენჭი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე 101 კილოვატ საათამდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო ტარიფი 12,980 თეთრი იყო, 101-დან 301 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე - 16,992 თეთრი, 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის კი 21,476 თეთრი ღირდა.

შესაბამისად, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "თელასის" მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101 კილოვატ საათის ჩათვლით ელექტორენერგიას მოიხმარენ, დღგ-ს ჩათვლით 12,980 თეთრიდან 14,5435 თეთრამდე გაიზრდება 
კილოვატ საათის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 16,992 თეთრიდან გადასახადი 18,555 თეთრამდე იზრდება; ხოლო აბონენტებს, რომლებიც 301 კილოვატ საათიდან ზემოთ ელექტროენერგიას მოიხმარენ - 21,476 თეთრიდან 23,039 თეთრამდე.

რაც შეეხება "თელასის" აბონენტების არასაყოფაცხოვრებო ნაწილს, ანუ კომერციულ სექტორს: 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 16.110 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.882 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.319 თეთრს.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება. აქამდე არასაყოფაცხოვრებო სექტორის ტარიფები ასე გამოიყურებოდა - 110-35 კვ ძაბვის საფეხურზე 1 კვტ.სთ-ის მოხმარებისთვის 14.542 თეთრი, 10-6-3.3 კვ. ძაბვაზე - 15.318 თეთრი, 0.4 კვ. ძაბვაზე - 19.753 თეთრი.

თბილისის გარდა ელექტროენერგიის საფასური რეგიონებშიც გაიზარდა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფზეც სემეკმა დღეს იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს. კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში შემდეგი ტარიფი დადგინდა: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, განისაზღვრა 14,23666 თეთრით, 101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, განისაზღვრა 18,21366 თეთრით, 301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა განისაზღვრა 22,73266 თეთრით.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ.სთ-ზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 კვ ძაბვაზე - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს.

ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment