Tuesday, December 26, 2017

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების ორი მოწმე - კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და გადაცემა პატრულის ყოფილი მემონტაჟე დაიკითხებიან. როგორც პროკურორმა გიორგი ოსაძემ განაცხადა, ყოფილი პოლიციელი შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაციიდან ნახევარ საათში მივიდა, როდესაც რობაქიძის მეგობრები უკვე დაკავებულები იყვნენ და იარაღებიც მიტანილი იყო შემთხვევის ადგილზე. 
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები მეხუთე წელია მიმდინარეობს. პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment