Saturday, December 23, 2017

უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა დ სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საშუალო და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ 40-მდე სკოლის დირექტორები. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს.
ასევე მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ერთობლივად მოეწყობა კონკურსები. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელებისთვის კი ჩატარდება ღონისძიებები პროფესიული ორიენტაციისთვის საჭირო ცოდნის ასამაღლებლად.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment