Friday, December 22, 2017

ბრიტანელმა პრინცესამ რასიზმში დადანაშაულების შემდეგ ბოდიში მოიხადა

ბრიტანელმა პრინცესა მიშელმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მისი საშობაო მორთულობა გააკრიტიკეს. კენტის პრინცესა დედოფალ ელისაბედ მეორის საშობაო სადილზე რასისტული სამკაულით მივიდა. გაზეთ Guardian-ის ცნობით, მიშელს კოსტუმზე ეკეთა შავკანიანი ადამიანის გამოსახულებიანი ბროში blackamoor-ის სტილში. ამ ფორმით შავკანიანებს ხშირად გამოსახავენ მომსახურე პერსონალად. 
სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ პრინცესამ შეურაცხყოფა მიაყენა პრინც ჰარის საცოლეს მეგან მარკლს, რომელიც ასევე ესწრებოდა სადღესასწაულო სადილს. როგორც ცნობილია, მარკლს აფროამერიკული წარმოშობის დედა ჰყავს. 
„ეს ბროში საჩუქარია და ის არაერთხელ გაუკეთებიათ. პრინცესა ძალიან შეწუხებულია, რომ ამან გარკვეული ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია,“- ნათქვამია კენტის პრონცესას განცხადებაში. 
მიშელი წარმოშობით გერმანელია და ის ელისაბედ მეორის ბიძაშვილის კენტის პრინც მაიკლის მეუღლეა. ის 2004 წელს შეუსაბამო საქციელში დაადანაშაულეს. როგორც მაშინ მედია წერდა, მა ნიუ-იორკის რესტორანში შავკანიანებს უკან კოლონიებში დაბრუნება მოსთხოვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ასეთი არაფერი უთქვამს. 
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრინცესას მამა ნაცისტური პარტიის წევრი იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment