Friday, December 8, 2017

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო გადაადგილება გართულებულია მაღალი ზონის სოფლებში, გოდერძის უღელტეხილსა და მის მიმდებარედ თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს.
წუხელ პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, რომლებიც გოდერძისკენ მიდიოდნენ. ხულოს მერის განცხადებით, კურორტისკენ გზა უკვე გაწმნედილია და დამსვენებლები გვიან ღამით დაბინავდნენ. გოჩა მელაძის თქმით, ზვავი ჩამოწვა სამ სოფელში, ოჯახები მეზობლებს აფარებენ თავს. ამ დრომდე პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მაღალმთიან აჭარაში დღეს აღარ თოვს.
უამინდობის გამო, ხვალ კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნაც გადაიდო.
უამინდობის გამო, მაღალმთიან აჭარაში სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა. კერძოდ, სასწავლო პროცესი შეჩერდა ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში.
ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment