Saturday, December 9, 2017

ქართველმა 20-წლამდელებმა შვედურ “ლულეას” 66:54 სძლიეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორიგი გამარჯვება ლატვიაში, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე მიმდინარეობს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შვედურ კლუბ “ლულეას” 66:54 სძლია. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ეს გახლდათ ყველაზე “რთული” გამარჯვება მეორე წრეში. ქართველებმა აქამდელი 3 შეხვედრა მინიმუმ 25 ქულით მოიგეს. შვედებთან შეხვედრაში 19 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 18 ქულა მიითვალა გიორგი კორსანტიამ, ხოლო ნიკა ჩეჩელაშვილი გამარჯვებულებს 15 ქულით შეეწია.
4-დან 4 გამარჯვებით საქართველო მეორე წრის ლიდერია და 10 დეკემბერს ბოლო შეხვედრას პოლონურ “ლიუბინთან” გამართავს. 
პირველ წრეში ქართველებმა 5-დან 4 მატჩი მოიგეს. ბოლო, მე-3 წრე 22-25 თებერვალს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, რის შემდეგაც ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან 4 საუკეთესო ოთხთა ფინალში გავა
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment