👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, წინა წელთან შედარებით, ადგილობრივი ეპარქიისთვის 4-ჯერ მეტს დახარჯავს, - ამის შესახებ ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ რეკომენდაციაშია აღნიშნული.
რეკომენდაციის მიხედვით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ეკლესიის დაფინანსებისთვის 400 ათას ლარს ითვალისწინებს, საიდანაც ივერიის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მშენებლობისთვის 100 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს, 200 ათასი ორცხელის მონასტრის აღდგენას მოხმარდება, 20 ათასი ლარი ვლაქერნობის დღესასწაულის აღსანიშნავად, 80 ათასი ლარი კი მცირე პროექტებისთვის დაიხარჯება.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეკლესიის დაფინანსებისთვის ჯამში 349 895 ლარი გაიცა. 2017 წელს ტაძრის მშენებლობისთვის 100 ათასი გამოიყო
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment