Saturday, December 2, 2017
51-ე სკოლაში შეკრებილმა პედაგოგებმა სკოლის ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს
51-ე სკოლის პედაგოგებმა, რომლებიც დღეს დირექტორს და მის მოადგილეს სკოლაში შეხვდნენ, სკოლის ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. მასწავლებლებს დირექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე, კი სკოლაში მისული პედაგოგები არ აკონკრეტებდნენ, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით ხვდებობნენ სკოლის დირექციას, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს, რომ მათ დირექტორმა დაურეკა, სკოლაში მისვლა და შეხვედრა სთხოვა. ამასთან, სკოლაში შეკრებილი პედაგოგები პირად საუბრარში ორივე გარდაცვლილ მოზარდს დადებითად ახასიათებდნენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
”ამ ბავშვებს მე არ ვასწავლიდი, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ დირექტორს უნდა შევხვედროდი”,- განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
„ინტერპრესნიუსი“ დღეს, ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეებსაც ესაუბრა. მოზარდები გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებენ.
„მომხდარ ფაქტთან 51-ე სკოლა არაფერ შუაშია. გარდაცვლილებს ვიცნობდი, ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, წარმოუდგენელია მათ ქუჩასთან რაიმე კავშირი ჰქონოდათ. ორივე გარდაცვლილი მოსწავლე პარალელური კლასელები იყვნენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ორივე გარდაცვლილი 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment