Monday, December 18, 2017

დონბასში 8 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში, დონბასში "ქართული ლეგიონის" 8 მოხალისე მებრძოლი დაიჭრა. ამის შესახებ საქართველოს საელჩოს ყოფილი პრესატაშე ბაჩო ქორჩილავა Facebook-ზე წერს. ინფორმაციას ადასტურებს სამხედრო ფორმირების მეთაური მამუკა მამულაშვილიც.
საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ქართველი მებრძოლები დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლში მოყვნენ.
საქართველოდან დონბასში წასული 2 მოხალისე 10 დეკემბერსაც დაიჭრა.
კონტროლისა და კოორდინაციის ცენტრი უკრაინულმა და რუსულმა მხარემ 2014 წელს მინსკის შეთანხმების შესრულებასა და დონაბსში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფისთვის დააფუძნეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment