"წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში დაახლოებით 850 მილიონი ლარი დაიხარჯა," - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია გეგმაში, ისეთები როგორიცაა კობის გვირაბი, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება.
"ეს წელი იყო უპრეცედენტო. დაახლოებით 850 მილიონი ლარი დახარჯა გზების დეპარტამენტმა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტირებაში. საგზაო ინდუსტრია საგრძნობლად გაიზარდა და ეს ტემპები იმედის მომცემია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამოცანები, რაც დასახული გვაქვს სრულად იქნება დაძლეული. რაც შეეხება მომავალ წელს, აქაც ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, დაახლოებით მილიარდი ლარი ექნება ინდუსტრიას დასახარჯი", - განაცხადა სეთურიძემ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment