Tuesday, December 19, 2017

BBC: ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს


იემენელმა მეამბოხეებმა საუდის არაბეთის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ BBC Al-Arabiya-ზე დაყრდნობით წერს.
საუდის არაბეთის დედაქალაქში მცხოვრები თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ აფეთქების ხმა გაიგეს და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლიც დაინახეს.
ჰუსიტების მოძრაობის ტელევიზია al-Masirah-ი აცხადებს, რომ მეამბოხეებმა სასახლის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაშია. კრიზისი საპროტესტო გამოსვლებით დაიწყო, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სურვილის - კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი გაუქმებინა წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტი სალეჰი გადადგა და საპრეზიდენტო უფლებები გადაეცა ვიცეპრეზიდენტ მანსურს, რომელიც 2012 წლის 21 თებერვალს ფორმალური ერთკანდიდატიანი არჩევნებით აირჩიეს. არჩევნებმა ჰუტისების, ისლამისტების და ალ-ქაიდას დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. 2014 წლის სექტემბერში ჰუტისებმა დედაქალაქ სანაზე კონტროლი დაამყარეს და თავი ქვეყნის მთავრობად გამოაცხადეს. საპასუხოდ ქვეყანაში საუდის არაბეთის ძალები შეიჭრა, თუმცა მშვიდობის დამყარება ვერ მოხერხდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment