👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომა ბიუჯეტზე საუბრით გახსნა, კალაძემ დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად თანხების გამოყოფაზე ისაუბრა.
"14 მილიონი ლარი თბილისის სატრანსპორტო კომპანიოს საწესდებო კაპიტალში აისახება და ვაგონების მოდერნიზაცია რეკონსტრუქციას მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი განვახორციელოთ, ამით ხელს შევუწყობთ მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობას და ასევე მოცდის ინტერვალების შემცირებას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დღეს მგზავრებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, დარჩენილი 46 მილიონი ლარი პირდაპირი წესით აისახება 2018 წლის ბიუჯეტში და მოხმარდება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციას. "ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია",- აღნიშნა კალაძემ.
55 მილიონი ლარით იზრდება დაფინანსება ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. კალაძის თქმით, ასევე იზრდება გამწვანებისკენ მიმართული თანხები 9 მილიონ ლარამდე. პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment