ფოთის ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის მოსწავლის მიერ თვითდაზიანების ფაქტთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი ფოთის პილიციის განყოფილებაში გამოიკითხა.
როგორც სკოლის დირექტორმა imedinews -სთან საუბარში განაცხადა, მან საგამოძიებო ორგანოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე ვიყავი. მივაწოდე ჩემს ხელთარსებული დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ 15 წლის გოგომ, მარცხენა მაჯაზე დაზიანება ბასრი საგნით მიიყენა. შემდეგ მან მომხდარის მიზეზად მამასთან კონფლიქტი დაასახელა. ასევე ვთქვი, რომ მამა შვილთან სერიოზული სახის დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ გოგოს მხოლოდ სიტყვიერი მითითება მისცა. რაც შეეხება უთანხმოებას, გოგოს სკოლაში არავისთან უთანხმოება არ ჰქონია და ბულინგსაც გამოვრიცხავ,"- თქვა სკოლის დირექტორმა.
"15 წლის შვილს მივეცი შენიშვნა, მამა ვარ და უფლება არ მქონდა? პოლიციაში ვიყავი, გამომკითხეს. ყველაფერი ვუთხარი გამომძიებელს. ახლა უკეთაა ჩემი შვილი. ადრე მსგავსი რამე არასდროს გაუკეთებია"- თქვა მოსწავლის მამამ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.
რაც შეეება მოსწავლეს და მამას, არსებული ინფორმაციით, ორივე ფოთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment