Monday, December 18, 2017

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ მოსკოვიდან ელჩი ანდრეი ნეგუცუ გაიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ მოსკოვიდან ელჩი ანდრეი ნეგუცუ გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლდოვის საგარეო უწყების ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლება მოლდოვის ოფიციალურ და პოლიტიკურ პირებს დევნის და აშინებს. გარდა ამისა, მოლდოვის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ მოსკოვს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ - კრემლი მოლდოვის შეკითხვებს პასუხს არ სცემს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment