👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თეთრი სახლის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის ენტონი სკარამუჩის მეუღლემ დეიდრა ბოლმა (Deidre Ball) განქორწინება გადაიფიქრა. ამის შესახებ ტაბლოიდები წერენ.
რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, წყვილმა ისევ ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ტაბლოიდებისვე ცნობით, 38 წლის დეიდრა ბოლის უკმაყოფილებას ქმრის პოლიტიკური ამბიციები იწვევდა.
კერძოდ, ცოლს მობეზრდა სკარამუჩის მცდელობა დაახლოებოდა დონალდ ტრამპს, რადგან თავად დიედრა მას ვერ იტანს.
დეიდრა ბელი ქმრის საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital-ში ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა. 2017 წლის იანვარში სკარამუჩი ტრამპის მრჩეველი გახდა და ბიზნესიდან წავიდა, რამაც ცოლის უკმაყოფილება გამოიწვია.
წყვილი 2011 წლიდან ერთადაა. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ და ერთი საერთო შვილი ჰყავთ.
ენტონი სკარამუჩი თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე 21 ივლისს დანიშნეს. ამის გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment