Saturday, December 2, 2017

მეცნიერებმა სიყვარული ნარკოტიკად ოფიციალურად აღიარეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
რამდენიმე ჯგუფზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ფსიქოლოგებმა მიიღეს შედეგები იმისა, თუ როგორ მოქმედებს ადამიანებს შორის ურთიერთობები ორგანიზმზე. მკვლევრების თქმით, ხანგრძლივი ურთიერთობები ადამიანის ბიოქიმიურ პროცესებზე ისეთივე დოზით მოქმედებს, როგორც ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერებები.

სიმპტომები ერთი და იგივეა - მიჩვევა, დამოკიდებულება, სიმძიმის შეგრძნება და განშორების შემთხვევაში - იმედგაცრუება. ამასთან, ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ სიცარიელის შევსების სურვილი მეცნიერებმა ნარკოტიკის მოპოვების სურვილს შეადარეს.

ფსიქოლოგების თქმით, საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ, ორგანიზმში სწრაფად ვარდება ოქსიტოცინის გამოყოფის პროცესი, რომელსაც "ბედნიერების ჰორმონს" უწოდებენ. ფიზიოლოგიური გამოვლინებაც ნარკოდამოკიდებული ადამიანის ქცევებს ჰგავს - აპათია, უძლურება, დეპრესია.

მკვლევრების აზრით, ერთადერთი გამოსავალი ახალი კავშირის დამყარებაა და სიცარიელის შევსება ახალი ურთიერთობებით, რომელიც ხელახლა შეუწყობს ხელს ოქსიტონიცის გამოყოფას.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment