Tuesday, December 19, 2017

სკოლის დირექტორი დაჭრილ მოზარდზე - ძალიან მოწესრიგებული ბავშვია, მომხდარი ჩვენთვის არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დღეს 6-ვე გაკვეთილს დაესწრო, ძალიან მოწესრიგებული ბავშვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იმ სკოლის დირექტორმა განუცხადა, რომელშიც რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდი სწავლობს. 

კერძო სკოლა „ოქროს აკვანის“ დირექტორი მაია მიქაძე ცოტა ხნის წინ ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოში იმყოფებიან დაჭრილის ახლობლები და კლასელებიც. 

"ეს ბავშვი სექტემბერში გადმოვიდა ჩვენთან. ბავშვი არის ძალიან მოწესრიგებული, ზრდილობიანი. ჩემთვის ეს ყველაფერი არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. დღეს 6-ვე გაკვეთილს დაესწრო, მე-6 გაკვეთილზე შემაჯამებელიც დაწერა ქიმიაში. წარმოუდგენელია ჩემთვის, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა. 15 წუთის წინ დამირეკეს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ინფორმაცია და სასწრაფოდ მოვედი აქ. ჯერ მშობელიც არ არის მოსული. პატარა სკოლა ვართ, ერთი ოჯახივით, გამორიცხულია რაიმე კონფლიქტი გამოგვრჩეს", - განაცხადა მაია მიქაძემ. 

დირექტორი გამორიცხავს, რომ დაჭრილ მოზარდს თანასკოლელთან ჰქონოდა კონფლიქტი. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment