Thursday, December 7, 2017

ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში გაჩენილი ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერია ფინანსურად დაეხმარება. ამის შესახებ "გაზეთი ბათუმელები" წერს.
ხულოს მერის გოჩა მელაძის თქმით, დაზარალებული ოჯახები 5 000 ლარს ხულოს მერიისგან,  5 000 ლარს კი აჭარის მთავრობისგან მიიღებენ.
„ხანძრით დაზარალებულ ორივე ოჯახს ფართობი იმავე სოფელში დავუქირავეთ, მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ფინანსური დახმარებით, დაზარალებულებს პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები პროდუქტი მივუტანეთ, სოლიდარობა გამოიჩინა სოფლის მოსახლეობამაც. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ფინანსური დახმარება რომ გავუწიოთ მათ, დოკუმენტაციას ვაგროვებთ. პირველ ეტაპზე 10 000 ლარს ის ორი ოჯახი მიიღებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ. რაც შეეხება მესამე ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლი სასწავლო პროცესისთვის გამოიყენებოდა, ვსწავლობთ მის მდგომარეობას. კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ – განაცხადა ხულოს მერმა.
3 დეკემბერს ხულოს სოფელ ტუნაძეებში მდებარე სკოლა და სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment