კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გამართავს მასწავლებელთა კონფერენციას თემაზე: „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“.
მიზნები:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
- საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგთა საქმიანობის სტიმულირება;
- პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
- პედაგოგთა კვლევითი საქმიანობის საგნობრივ სტანდარტთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან თავსებადობა და რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებს;
- კონფერენციის თემატიკა შეუზღუდავია, თუმცა ამავე დროს სასურველია მისი თავსებადობა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და საგნობრივ სტანდარტებთან;
- კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი;
- ერთი მონაწილის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი ან გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
- კონფერენციის მონაწილის ნაშრომის პრეზენტაცია – 10 წუთი, დებატები – 5 წუთი.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ იხილეთ ბმულზე.
edu.aris.ge

No comments:
Post a Comment