Sunday, December 10, 2017

ვაკეში კაფე ანტრეს გაქურდვისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაკეში მდებარე კაფე "ანტრეს" გაქურდვისთვის არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული დ.ყ დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში“, სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
კაფის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment