Thursday, December 14, 2017

ოზურგეთის მერიაში პირი თანამდებობაზე ერთი დღით დანიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი 12 დეკემბერს დანიშნა. თუმცა დანიშვნიდან მეორე დღეს ახალი ბრძანება დაიწერა და ხომერიკი სამსახურის უფროსობიდან განყოფილების უფროსად გადანიშნეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ლაშა თავაძის თქმით, გადანიშვნის ბრძანება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად დაიწერა. „როგორც ვიცი ქალბატონ ნატოს და მერს შორის შეთანხმება მოხდა და შესაბამისად, დაიწერა ახალი ბრძანება“, - განმარტავს იურიდიული სამსახურის უფროსი.
განსხვავებული პოზიცია აქვს თავად ხომერიკს. „გურია ნიუსის“ ცნობით, ხომერიკი მერთან შეთანხმებას უარყოფს, მეტიც, სამსახურის უფროსობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ხომერიკმა ჟურნალისტისგან გაიგო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment