ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France2-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„ასადი სირიელი ხალხის მტერია. მას მოუწევს ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის საერთაშორისო სასამართლოში პასუხის გაცემა“, - აღნიშნა მაკრონმა.
ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, სირიაში ოპოზიციამ მოლაპარაკებები აწარმოოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
მაკრონის ვარაუდით, სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საბოლოოდ თებერვლის ბოლოსთვის დამარცხდება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment