Tuesday, December 12, 2017

მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილ ძველ კედელს სპეციალისტები სწავლობენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მტკვრის ქუჩაზე აღმოჩენილი სიძველის მდგომარეობას მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ. მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების წარმოებისას აღმოჩენილი ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლების ისტორიული კვლევა მიმდინარეობს.  
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფაქტის შესწავლის მიზნით, დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს აგურის კედლის წყობა ისტორიულად შესაძლოა, მე-19 საუკუნის კოლექტორი იყოს, რომელიც საკომუნიკაციო სისტემებით მტკვარს უერთდებოდა. კოლექტორი საბჭოთა პერიოდში დაზიანდა, თუმცა მისი  ძირითადი ნაწილი შემორჩენილია. ერთი კვირის ვადაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მოამზადებს მიდგომას, თუ როგორი ფორმით წარიმართება შემდგომი სამუშაოები
ისტორიული კვლევის დასრულებამდე, უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიის შემოღობვა მოხდება, ხოლო შემდგომი სამუშაოები საბოლოო დასკვნის მიხედვით გაგრძელდება.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment