👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველია, რომელიც ზე-რაგბიში ითამაშებს. 30 წლის მორაგბემ იაპონურ ‘სანვულვზთან’ კონტრაქტი უკვე გააფორმა და სუპერ რაგბის კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაბის კავშირი ავრცელებს.
„აგვისტოში მილტონ ჰეიგს მისი მეგობარი ჯეიმი ჯოზეფი დაუკავშირდა, რომელიც იაპონიის ნაკრებისა და ‘სანვულვზის’ მთავარი მწვრთნელია და უთხრა, რომ პირველი და მეორე ხაზის მოთამაშეებს ეძებდა. მილთონმა ეს წინადადება მე გამაცნო და ჩემი აგენტის მეშვეობით მოლაპარაკება დაიწყო, რომელიც მალევე წარმატებით დასრულდა და იაპონელებთან კონტრაქტი გავაფორმე. მისი მოქმედების ვადა 1 იანვარს იწყება და ‘სანვულვზში’ ერთ სეზონს გავატარებ, მერე კი ვნახოთ რა როგორ იქნება“ -განაცახდა ბრეგვაძემ.
ჯაბა ბრეგვაძეს 2012-2014 წლებში საფრანგეთში, ტოპ 14-ის ‘ტულუზში’, ხოლო 2015-2017 წლებში ინგლისის პრემიერშიფის ‘ვუსტერში’ უთამაშია. წელს ის დიდ 10-ში თბილისის ‘ლოკომოტივის’, ხოლო ჩელენჯ ქაფზე კრასნოიარსკის ‘კრასნი იარის’ ღირსებას იცავდა.
ჯაბამ ბორჯღალოსნების რიგებში 49 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ორ მსოფლიო თასზე (2011 2015) ითამაშა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment