Friday, December 8, 2017
მიხეილ ჩხენკელი - მოსწავლეების ჩანთების შემოწმება ხდება იმის გამო, რომ მათ სკოლაში პიროტექნიკა არ შეიტანონ
სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ჩხენკელი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მოსწავლეების ჩანთებს ამოწმებენ.
"ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა", - განაცხადა ჩხენკელმა .
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა მიაწოდეს.
მათი განმარტებით, მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ.
„დილით რომ მივედით სკოლაში, გვთხოვეს ჩანთები გაგვეხსნა და ჩვენი ნივთები ამოგველაგებინა. ჩემი ყველა კლასელი ასე შეამოწმეს. ასევე, ამოწმებდნენ სხვა უფროსკლასელებსაც, მათ შორის, მე-10 და მე-11 კლასებს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მოსწავლემ.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment