👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში კი სასამართლომ სხდომა უნდა ჩანიშნოს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულებისთვის პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნას აპირებს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment