თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი გუნდის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობაზე და ის დედაქალაქს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ეს განცხადება თბილისის მერმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ის იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერენ. მან ოპოზიციასაც მიმართა და არგუმენტირებული კრიტიკისა და საქმიანი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
"არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქის შექმნაში მიიღოთ მონაწილეობა?! კი ბატონო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით. ძირეული ცვლილებების ფონზე უნდა მიეცეს დასაბამი დედაქალაქში პრობლემების დაძლევას. ეს ქალაქი აუცილებლად იქნება შესაძლებლობებით, ენერგიით, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ქალაქი",- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის მიმართვის შემდეგ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დაიწყო. მომავალი წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტს 60 მილიონით აღემატება
imedinews.ge

No comments:
Post a Comment