👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს. ამის შესახებ Al jazeeraმეამბოხე ჰუსიტების კონტოლირებად მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
სოციალურ ქსელში ფოტოებიც გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, სალეჰი მისი სახლის აფეთქების დროს დაიღუპა. სხვა ვერსიით კი მას თავს დაესხნენ. ექს პრეზიდენტის გარდაცვალების ცნობა ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ იემენის დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და ქვეყბის ექსპრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის მომხრებს შორის მომხდარ შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების ერთ მხარეს არიან ხუსიტების დაჯგუფება "ანსარ ალა" და ყოფილი პრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის არმიის ნაწილი, მეორე მხარეს კი სუნიტი პრეზიდენტი აბდ რაბა მანსურა ჰადის მხარდამჭერი არმია და არაბული ქვეყნების კოალიცია.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment