👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც უფლებამოსილება გორის რაიონულმა სასამართლომ შეუჩერა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხრიდან არასამართლიან გარემოზე საუბრობს.
ზვიად ბაბიაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრის ყოფილი პრეზიდენტის სარჩელი, რომელსაც მეორე ვადით არჩევა სურდა, მისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით ემსახურებოდა ერთ მიზეზს - 11 დეკემბერს ეროვნული ფედერაციის არჩევნებზე ფედერაციისთვის არასასურველი კანდიდატისთვის ხმის წართმევას.
ზვიად ბაბიაშვილის განცხადებით, ყველა წევრი ინფორმირებული იყო არჩევნების შესახებ და ცენტრის პრეზიდენტის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე 5-ვე წევრმაც პრესკონფერენციაზე უარყო დელეგატებზე ზეწოლა. ცენტრის გამგეობაში 8 წევრია, აქედან ზვიად ბაბიაშვილი 5 წევრმა 20 ნოემბერს აირჩია.
იურისტ ლაშა მდივანის განმარტებით, ცენტრის ყოფილი პრეზიდენტი ითხოვდა ბაბიაშვილის უფლებამოსილების შეჩერებას და მის თანამდებობაზე აღდგენას, თუმცა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დავის დასრულებამდე პრეზიდენტის უფლემამოსილება შეუჩერდა ზვიად ბაბიაშვილს, რომელიც პარალელურად ფედერაციის არჩევნებში დელეგატად არის არჩეული.
იურისტი არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა ბაბიაშვილს დელეგატის უფლებამოსილებაც შეუჩერდეს.
imedinews.ge\
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment