Monday, December 4, 2017
დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული ერთი პირი შსს-ს თანამშრომელი იყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თენგიზ კალანდია, რომელიც #51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, სამინისტროს კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი ის სამინისტროდან დათხოვნილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გამოძიების ვერსიით, კალანდიასთვის ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. რაც შეეხება მოქალაქეებს - ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment