ქართულმა ოცნებამ“ სუამის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი კახაბერ კუჭავა, გიორგი მოსიძით ჩაანაცვლა. ამ თხოვნით პარლამენტის ბიუროს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიმართა.
მიმართვაში ამ ცვლილების მიზეზი დასახელებული არ არის.
კახა კუჭავა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის-სუამის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელად გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ის ამავდროულად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment