Wednesday, December 20, 2017

პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მთავრობის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. საფინანსო-საბიუჯეტო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესაბამისი პროფილის მინისტრების მოსმენა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
ხუთი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები პრემიერმინისტრის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს.
დღეს მინისტრები დეპუტატების კითხვებს დილიდან კომიტეტის ფორმატში პასუხობენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი რიგგარეშე სესიაზე ხვალ გავა. 
7 დეკემბერს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment