Wednesday, December 20, 2017

ლოს-ანჯელესში მერილ სტრიპის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

ლოს-ანჯელესის ქუჩებში მსახიობი მერილ სტრიპისა და პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინის პლაკატები გავრცელდა, რომელზეც მერილ სტრიპს, ვაინშტეინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილში სდებენ ბრალს. პლაკატზე სტრიპის სახეზეა წაწერილი "მან იცოდა"
პოსტერები მსახიობის ლოს-ანჯელესის სახლის მახლობლად და სტუდია 20th Century Fox-თან გააკრეს.პლაკატის ავტორები სტრიპს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვაინშტეინის მხრიდან ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ იცოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა.
გუშინ, 19 დეკემბერს, მსახიობმა როუზ მაკგოუენმა მერილ სტრიპი, ჰარვი ვაინშტეინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილის გამო გააკრიტიკა. "მსახიობებო, როგორც მერილ სტრიპ...თქვენი სიჩუმე დანაშაულია", - დაწერა მაკგოუენმა, თუმცა "თვითი" ამჟამად წაშლილია.
სტრიპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ვაინშტეინის ქცევების შესახებ არაფერი იცოდა. "მტკივნეულია მაკგოვანის მხრიდან ნიუსების სათაურებიდან თავდასხმები, მაგრამ მინდა მან იცოდეს, რომ ვაინშტაინის დანაშაულებრივ ქმედებებზე არაფერი ვიცოდი", - განაცხადა მსახიობმა.
როუზ მაკგოუენი ერთ-ერთი პირველია იმ მსახიობთა შორის, რომლებმაც ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
ამერიკული კინემატოგრაფის ყველაზე გავლენიანმა ქალმა მსახიობებმა გადაწყვიტეს, რომ ოქროს გლობუსი 2018-ი ცერემონიაზე, 2017 წლის განმავლობაში ჰოლივუდში მომხდარი სექს-სკანდალის პროტესტის ნიშნად, შავი კაბები ჩაიცვან და ამ გზით კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათ შორისაა მერილ სტრიპიც, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისში, ჰარვი ვაინშტეინი გააკრიტიკა და მას "სამარცხვინო" უწოდა.
\imedinews.ge

No comments:

Post a Comment