Sunday, December 17, 2017
სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
უწყების ცნობით, საცხოვრებელი ბინა ფონდმა ”ქართუმ” შეიძინა.
გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment