ვალერი გელაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, თუკი სააკაშვილი ამ საქმის ადვოკატებსაც აიცილებს, ეს პროცესის გაჭიანურებას ვერ გამოიწვევს.
პროკურორის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, გირგვლიანის საქმის მსგავსად, სააკაშვილს სახაზინო ადვოკატები დაენიშნება.
„გელაშვილის საქმეზე სააკაშვილს ადვოკატებზე უარი არ უთქვამს, თუ დაფიქსირდება ასეთი პოზიცია, მას დაენიშნება სახაზინო ადვოკატები და პროცესი არ გაჭიანურდება”, - ამბობს პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი.
დღეს პროკურტურა გელაშვილის საქმეზე ერთი მოწმის, გამომძიებლის დაკითხვას გეგმავს. განხილვაში მონაწილეობას სააკაშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილიც მიიღებს. ჩივიაშვილის თქმით, სააკაშვილისგან მითითება აცილების შესახებ ჯერ არ მიუღია.
ვალერი გელაშვილის საქმეზე პროკურატურა სააკაშვილს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მის მიერ დანიშნული ადვოკატები აიცილა. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment