Wednesday, December 6, 2017

მეცნიერებმა ჭამის პარალელურად გახდომის საშუალებას მიაგნეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
სენტ-ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა მიაგნეს შესაძლებლობას შეაჩერონ წონის მატება ცხიმიანი საკვების მიღების პარალელურად. მკვლევარებმა მღრღნელების უჯრედებში განსაკუთრებული მეტაბოლური გზები გაააქტიურეს. ამ კვლევის შესახებ სტატია MedicalXpress-ში ქვეყნდება.
მეცნიერებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები გამოიყვანეს, გენების ოვერექსპრესიით (მომეტებული აქტიურობა) ეს გენები სხვადასხვა ქსოვილის ჰომეოსტაზის განვითარებას უწყობენ ხელს.
ცხოველები ისე გამოიყვანეს, რომ Hh გენები მაშინ აქტიურდებოდნენ, როცა ანტიბიოტიკ დპქსიციკლინის  მიღებას წყვეტდნენ. ამ ანტიბიოტიკს მეცნიერები მღრღნელებს დაბადებიდან აძლევდნენ სასმელ წყალთან ერთად. ორი თვიდან მღრღნელებს 16 კვირის განმავლობაში აძლევდნენ საკვებს ცხიმის მაღალი შემცველობით. ამავდროულად ზოგიერთ მათგანს მოუხსნეს დოქსიციკლინი, ზოგს კი - არა. 
8 კვირაში იმ მღრნელებს, რომლებსაც ანტიბიოტიკი მოუხსნეს, ნაკლები ცხიმის ფენა ჰქონდათ, ვიდრე მეორე ჯგუფისას, შეუმცირდათ ადიპოციტის (ცხიმოვანი უჯრედი) რაოდენობა. მოლეკულური ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ გენის აქტიურობა, რომელიც  ადიპოციტების ზრდასთან არის დაკავშირებული, ასევე შემცირდა. ამასთან, ცხოველებში გაიზარდა ინსულინის მიმართ მგრძნობელობა, რაც დიაბეტის განვითარებას უშლის ხელს.
მეცნიერების თქმით, მღრღნელების უჯრედებში არსებობს მეტაბოლური გზა, რომელზეც მომავალში ფარმაცევტული პრეპარატებით ზემოქმედება შეიძლება. ამგვარად, ადამიანებს აღარ შეაწუხებთ სიმსუქნე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი რაციონი ცხიმიანი საკვებისგან იქნება შემდგარი.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment