Monday, December 11, 2017

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიიყვანეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეკომპანია 1+1 ავრცელებს.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება პროკურატურის დადგენილება სააკაშვილის დაკავებისა და მისი ადგილსამყოფელის ჩხრეკის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ნაციონალური პოლიციის საგამოძიებო განყოფილებამ 8 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეჭვმიტანილი ატრადნომის გამზირის ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. დოკუმენტში ასევე საუბარია სააკაშვილის მიმალვისა და მტკიცებულებების გაქრობის რისკებზე.
"აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა არის გადაუდებელი და უკავშირდება სამართლებრივ დევნას იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, "- ნათქვამია დადგენილებაში.
კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. 
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment