Sunday, December 10, 2017

ადვოკატთა ასოციაცია: არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ადვოკატთა ასოციაცია, ორგანიზაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა და სრული წესების დაცვით ჩატარდა.
"მოგახსენებთ, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტის სასახლეში ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კრება, რომელიც მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესის სრული დაცვით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა. დამატებითი ინფორმაციის და შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას", - წერია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში. 
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.
ადვოკატებმა imedinews-ს ვიდეო მიაწოდეს, რომელშიც ასოციაციის წევრების თქმით, უცნობ ქალს ჩანთაში შემოხაზული ბიულეტენები ედო.
ჩატარდება თუ არა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, ეს დღეს გადაწყდება. წესდების მიხედვით, გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა მიიღონ.
თუმცა საქმე გაცილებით რთულადაა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დიდი ნაწილი არა მეორე ტურს არამედ მთლიანად არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.  
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment