\აკაიდ ულაჰმა, რომელმაც მანჰეტენზე ავტობუსის გაჩერებაზე ტერაქტი მოაწყო, თავდასხმამდე Facebook-ზე აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს მიმართვა გამოუქვეყნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“ტრამპ, შენ ვერ შეძელი შენი ქვეყნის დაცვა“, - წერდა ულაჰი. მიმართვა ფედერალურმა პროკურატურამ საქმეში მტკიცებულებად ჩადო, როცა მას ბრალი წაუყენა.
27 წლის ბანგლადეშელს დღეს ბრალი ტერორიზმის გარდა სხვა რამდენიმე მუხლითაც წარუდგინეს.
მანჰეტენის ავტოსადგურზე აფეთქება 11 დეკემბერს მოხდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა თან ჰქონდა. პოლიციის ცნობით, აფეთქების ორგანიზატორის, აკაიდ ულაჰის სამიზნე მანჰეტენის ავტოსადგური იყო, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების შემდეგ გაჩნდა მცირე ხანძარიც. ნიუ-იორკის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ბოლოს ტერაქტი 31 ოქტომბერს მოხდა. ველობილიკზე მსუბუქი სატვირთო მანქანა შევარდა და 8 ადამიანი იმსხვერპლა.
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ბოლოს ტერაქტი 31 ოქტომბერს მოხდა. ველობილიკზე მსუბუქი სატვირთო მანქანა შევარდა და 8 ადამიანი იმსხვერპლა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment