👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
იაპონური ავტომწარმოებელი Toyota Avalon-ის ახალი მოდელის დემონსტრირებას დეტროიტის ავტოსალონში გეგმავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომპანიამ ახალი თიზერი გამოუშვა. წინასწარი ინფორმაციით, ახალი მოდელი დღეს არსებულის გაუმჯობესებული ვერსიაა. ჩვენება 15 იანვარს გაიმართება.
Toyota-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ახალი მოდელი ყველას გააკვირვებს. ამ დრომდე უცნობია, რას ცვლიან ახალ Avalon-ში.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ კარდინალურად შეცვლილია წინა კორპუსი. თვალშისაცემია რადიატორის მასიური ჩარჩო და დიოდური მაშუქები. ახალ Avalon-ს რელიეფური “კაპოტი“ და ვერტიკალური ჰაეროს მიმღებები აქვს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment