თბილისის 152-ე ბაგა-ბაღში, სადაც ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ბაგა-ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. 28 აღსაზრდელი, რომლებსაც პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, პრევენციის მიზნით, დღის განმავლობაში სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ, - ამის შესახებ imedinews-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად ააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.
თბილისის ბაღების პერსონალი გეგმურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოკვლევებს. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment