Sunday, January 21, 2018

მედია: რაფაელ ნადალი მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერად რჩება

ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. კაცების ტურნირზე პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი არგენტინელ დიეგო შვარცმანს ხვდებოდა და ტურნირზე პირველად გაუჭირდა. ესპანელს 3 საათი და 53 წუთი დასჭირდა მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად და პირველად წააგო სეტი წლევანდელ გათამაშებაში – 6:3, 6:7(4), 6:3, 6:3. თუმცა, წაგებულ პარტიაში ნადალი სამჯერ იგებდა ბრეიკით და სამივეჯერ შვარცმანმა ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელებმა ერთნაირი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავეს (18-18), მაგრამ ნადალმა შვიდი შანსი გამოიყენა, შვარცმანმა – სამი.
ამ მოგების წყალობით, რაფაელი დარჩება მსოფლიოს კლასიფიკაციის ლიდერი ავსტრალიის ღიას შემდეგ. მას, ახლა, 9760 ქულა აქვს. როჯერ ფედერერი იყო ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც ესპანელის გასწრება შეეძლო, მაგრამ ტიტულის მოპოვების შემთხვევაშიც, შვეიცარიელი 9605 ქულას დააგროვებს.
1/8 ფინალის შედეგები კაცების ბადეში:
ნადალი (ესპ, 1)-შვარცმანი (არგ, 24) 6:3, 6:7(4), 6:3, 6:3
ჩილიჩი (ხორ, 6)-კარენო ბუსტა (ესპ, 10) 6:7(2), 6:3, 7:6(0), 7:6(3)
დიმიტროვი (ბულ, 3)-კირგიოსი (ავსტრა, 17) 7:6(3), 7:6(4), 4:6, 7:6(4)
ედმუნდი (ბრიტ)-სეპი (იტა) 6:7(4), 7:5, 6:2, 6:3.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment