Monday, January 22, 2018

აზერბაიჯანში სპეცოპერაციისას დაკავებულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ფინანსური თაღლითობის ქსელი გამოავლინა. თაღლითების ჯგუფი აზერბაიჯანში ვალუტის უკანონო მიმოქცევასა და სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2017 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან უკანონოდ 80 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გატანა შეძლეს. გამოძიების მასალებით, ასევე, ქვეყნიდან გატანილია არადეკლარირებული ხუთი მილიარდი რუსული რუბლი და 300 ათასამდე ევრო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ პირებს შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე მამედ იზმაილოვია.
imeindenews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment