Friday, March 2, 2018

საგზაო უსაფრთხოების საკითხებს საერთაშორისო დელეგაციებთან განიხილავენ


სასტუმრო „ბილტმორში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, 5, 6 და 7 მარტს გაიმართება სამი რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
საგზაო უსაფრთოებაზე ასევე იმსჯელებენ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სახელმწიფო დელეგაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა), მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).საგზაო უსაფრთხოების რეგიონულ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის პანელის სამდივნოს ფარგლებში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკი.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობს
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment