Saturday, March 24, 2018

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს აირჩევენ


დღეს მოსამართლეთა რიგით XXIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მოსამართლე წევრს აირჩევს. მისი შერჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოს წევრმა ლევან თევზაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით, მას არ ჰქონდა უფლება ერთდროულად ორი თანამდებობა დაეკავებინა, რის გამოც ლევან თევაზეძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა.
საბჭოს ახალი წევრის არჩევის გარდა, კონფერენცია შეარჩევს ადმინისტრაციული კომიტეტის ერთ წევრს და თავმჯდომარეს.
საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, საბჭოს ახალი წევრი შესაძლებელია მოსამართლე გიორგი ტყავაძე გახდეს.
გიორგი ტყავაძე სასამართლო სისტემაში 2007 წლიდან მუშაობს . 2015 წლის დეკემბრიდან კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment