Saturday, March 24, 2018

ვარდისფერი თოვლი გოდერძიზე. ფოტოები

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოფლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
როგორც კურორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, გუშინ, 23 მარტს კურორტზე ყვითელი წვიმა მოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა.  ტალახიანი წვიმის მიზეზი როგორც სინოპტიკოსებმა ახსნეს საჰარიდან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა.
ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში სოჭის სათხილამურო კურორტიდან გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ თოვლი ყვითელი ქვიშით დაიფარა. ტურისტები აცხადებენ, რომ სოჭი პლანეტა მარსს დაემსგავსა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment