Tuesday, March 27, 2018

რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან, განათლების აღიარების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა


რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან, განათლების ურთიერთ აღიარების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ჩანაწერში ნათქვამია, რომ დოკუმენტს ხელი მოსკოვში 2017 წლის 12 აპრილს მოეწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
„შეთანხმება უზრუნველყოფს განათლებისა და კვალიფიკაციის აღიარებას, რომელიც მიღებულია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში. შეთანხმება არეგულირებს ძირითადი ზოგადი, საშუალო ზოგადი, საშუალო პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთ აღიარებას“ – ნათქვამია დოკუმენტში.
შეთანხმების მიხედვით, „დოკუმენტი პასუხობს რუსეთის ინტერესებს რუსული განათლების სისტემის პოტენციალის ექსპორტის ზრდის მიმართულებით
imedinews.ge

No comments:

Post a Comment