Saturday, March 24, 2018

ტრამპმა აშშ-ის ჯარში ზოგიერთი ტრანსგენდერის მიღება აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის არმიაში ზოგიერთ ტრანსგენდერს მსახურებას უკრძალავს. ახალი დირექტივა პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის რეკომენდაციის დაიწერა, რომელიც ეხება "ტრანსგენდერ პირებს, რომლებსაც სჭირდებათ ტრანსფორმაციის პერიოდი" ვერ იმსახურებენ ჯარში. 
2017 წლის 26 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ღია ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურში დაქირავებას კრძალავს.
ამ დოკუმენტით უქმდებოდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელმაც 2011 წელს ტრანსგენდერებს ამერიკის ჯარში მსახურების ნება დართო. მემორანდუმში ნათქვამი იყო, რომ ბარაკ ობამას ბრძანების მოქმედება უქმდება იმ დრომდე, ვიდრე აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების მინისტრები არ წარმოადგენენ დამაჯერებელ საპირისპირო არგუმენტებს.
ტრამპის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. გავლენიანმა სამოქალაქო თავისუფლების ამერიკულმა კავშირმა კი თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ფედერალურმა სასამართლომ კი გადაწყვეტილება დაბლოკა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment