Wednesday, March 21, 2018

ტეხასელი გულშემატკივარი ზაზა ფაჩულიას სტვენითა შეხვდა

“გოლდენ სტეიტ უორიორსი” “სან ანტონიო სფურსს” ესტუმრა და 75:89 წააგო, ტეხასელი გულშემატკივარი კი ზაზა ფაჩულიას სტვენითა შეხვდა.
სპურსის” გულშემატკივრებს ჯერაც არ დავიწყებიათ, გასული წლის პლეი ოფში კავაილეონარდის ტრავმა, რომელიც მან ზაზა ფაჩულიასთან შეჯახების შემდეგ მიიღო
ქართველმა ცენტრმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 14 წუთი ითამაშა, 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
არ უთამაშიათ სტეფ კარის, კევინ დურანტსა და კლეი ტომპსონს. მხოლოდ 11 წუთი გაატარა მოედანზე დრეიმონდ გრინმა, რომელსაც მენჯთან აქვს დაზიანება…
კარის არყოფნაში კვლავ ქვინ კუკმა გამოიდო თავი – 20 ქულა ჩააგდო. “სან ანტონიოს” კი ლამარკუს ოლდრიჯმა მოაგებინა – 33 ქულა ჩააგდო.
23 მარტს “გოლდენ სტეიტი” ზაზას ყოფილ გუნდ “ატლანტას” უმასპინძლებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment